მე


უკვე ჩვევად მექცა იმის ჩიჩქნა იცის თუ არა ჩემს გარშემო მყოფებმა ან ახალგაცნობილმა ადამინებმა რა უნდათ საკუთარი თავისგან, ცხოვრებისგან და ადამიანებისგან. რას ითხოვს და რას ელის ამ უკანასკნელებისგან.

ერთია როცა არ იცი რა გინდა. ეს კიდევ მგონია რომ კარგია. შეგიძლია დააკვირდე, თავი გამოსცადო, მოიფიქრო..

სხვაა როცა სხვადასხვა რამ გინდა, უფრო სწორად, ბევრის პრეტენზია გაქვს, მაგრამ არაფერს აკეთებ. ის ცალკე საკითხია რატო არ აკეთებ არ გაქვს ტრაკი, არ გაქვს ნებისყოფა, არ გაქვს მოტივაცია თუ რა..

ვპატარავდები, ვკომპლექსდები, ვდუმდები და საკუთარ თავში ვიკეტები, როცა ვხვდები ან ვხედავ ადამიანს, რომელმაც ზედმიწევნით იცის რა უნდა, უფრო ზედმიწევნით იცის როგორ უნდა მიიღოს ეს და როდის მიიღებს.

ვხედავ მათ უპირატესობას და მერე ვფიქრობ, რომ ასეთებისაა ეს ცხოვრება და არა ჩემნაირი ხელებჩამოყრილი ადამიანისთვის.

ზოგჯერ სასოწარკვეთასაც მივეცემი ხოლმე და ვცდილობ იმ მომენტის ამოქექვას როცა თავი დავკარგე. როცა თითქმის რობოტივით მიზანდასახული, მიზანმიმართული მე ყურებჩამოყრილ, განერვიულებულ კაპასად იქცა.

ალბათ იმიტომ რომ ჩემში მშობლებისგან მიტოვებული პატარა გოგონაა გამოკეტი. მთელი ბავშვობანაგროვები ტკივილით? არა, უფრო ბოღმით.

აღარც მახსოვს ბუნებრივი, ჩვეულებრივი მე როგორია..მგონი ისაც მტოვებს, რადგან ვეღარ ხედავს აზრს ბრძოლის, ვეღარც ღირებულს ხედავს ჩემში თითის გასანძრევლად.

და მე ვზივარ ყურებჩამოყრილი, მხრებჩამოყრილი, ხელებჩამოყრილი

ვცდილობ ჩემითავი შევკრა.