ჰისტოლოგია შეისწავლის ქსოვილების შემადგენელი უჯრედებისა და უჯრედშორისი მატრიქსის აგებულებას. ყველაზე ხშირად ქსოვილების შესწავლისას ანათალების მეთოდი გამოიყენება.მეზეტრერიუმი-თავის ტვინის ქსელისებრი გარსია, რომელიც სინათლეს თავისუფლად ატარებს. ფიქსაცია- არის პროცესი, რომლის მეშვეობით ქსოვილების სიცოცხლისდროინდელი სტრუქტურის შენარჩუნება ხდება. ჩაყალიბება- პროცესი რომლის დროსაც ქსოვილი დასაჭრელად მყარ მდგომაეობაში გადადის. სანამ ხდება ჩაყალიბება მანამდე ხდება გაუწყლოება (დეჰიდრატაცია) სპირტის ხსნარში მოთავსებით. შემდეგ სპირტი რომელიმე გამხსნელით ჩანაცვლდება ქლოროფორმი ან ქსიოლი გამჭირვალეობას იძენს. ქსოვილები, რომლებიც ფუძე საღებავებით იღებება – ბაზოფილური სტრუქტურებია. ქსოვილები, რომლებიც მჟავა საღებავებით იღებება აციდოფილური სტრუქტურებია. სააღებავები : ჰემატოქსილინი, მეთილენის ლურჯი,ტოლუიდინის ლურჯი ძირითადად ისეთ ქსოვილებთან უერთიერთქმედებს რომელთა შემადგენლობაში მჟავა ბუნების ნივთიერებბები შედის. მაგ: ნუკლეინის მჟავები.ეოზინი და მჟავე ფუქსინი ღებავს კოლაგენს და მიტოქონდრიას.ჰემატოქსილინი – ბირთვის ციტოპლაზმის ბაზოფილურ სრუქტურებს იისფრად ღებავს. ეოზინი ციტოპლაზმას – წითლად ხოლო კოლაგენს – ვარდისფრად. უჯრედი არის ცოცხალი ორგანიზმის უმარტივესი სტრუქტურლ-ფუნქციური ელრთეული. პროკარიოტები – ბაქტერიების უმრავლესობა. 1. მხოლოდ რიბოსომა. მემბრანიანი კომპარტმენტები არაა.2.ბირთვის გარსი არ არსებობს და დნმ ციტოპლაზმაშია მოთავსებული.3.პროკარიოტების გარსს უჯრედის მემბრანა არტყავს იცავს და საყრდენს წარმოადგენს.

ეუკარიოტები

1.უფრო დიდი ზომისაა და კარგად გამოხატული ბირთვი აქვთ.2. გენეტიკური მასალა, რომელიც ჰისტონომიურ ცილებთანარის სდაკავშირებული ბირთვის გარსით არის გამოყოფილი ციტოპლასმისგან.

3.ციტოპლაზმაში მემბრანული კომპარტმენტებია.

1. ციტოპლაზმა

ის მატრიქსისგან ან ციტოზოლისგან შედგება, რომელშიც ორგანელები და ჩანარტები მდგებარეობს. ორ გარსს ვხვდებით ერთი- უჯრედის გარსს ანუ პლაზმალემას, ციტოლემას, რომლითაც უჯრედი გარემოსგან არის გამოყოფილი და ბირთვის გარსს ანუ ნუკლეოლემას,კარიოლემას, რომლითაც ბირთვი ციტოპლაზმას ემიჯნება.

პლაზმური მემბრანა- უჯრედის გარსი-შერჩევითი განვლადობის მქონე გარსი, რომელიც ბარიერის როლს ასრულებს. ის უჯრედშიგა გარემოს მუდმივობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. პლაზმური მემბრანის ოივე მხარე თხიერ გარემოს ეხება 1. ციტოპლაზმა 2. სისხლი, ქსოვილური სითხე ან ლიმფა.

მემბრანის ლიპიდურ კომონენტებს შორის ლიპიდები ჭამომბს, რომლებიც ამფიპათიური ბუნებისაა. შედგებიან 1. ცხიმოვანი მჟავას ორი გრძელი ჯაჭვისგან კუდისგან- ჰიდროფობური ნაწილისგან, არაპოლარულისგან.2. ფოსფოლიპიდური თავისგან – ჰიდროფილური პოლარული ნაწილისგან.

ქოლესტერინიც ამფიპათიურია.

ცილები

1.ინტეგრალური ცილები -ტრანსმემბრანული მთლიანად გამსჭვალავს ორივე შრეს.2. ნახევრად ინტეგრალური- მემბრანის ბიოლოგიური შრის მხოლოდ ნახევარს იკავებს.3. პერიფერიული და ზედაპირული ცილები – ბემბრანის შიგნითა ან გარეთა ზედაპირზე მდებარეობს. მათი მოცილება საკმაოდ ადვილია.

მემბრანის ფუნქციები

1. შერჩევით განვლადობა- ბარიერული.

2. ჰომეოსტაზის შენარჩუნება.

ინტეგრალური ცილების ნაწილი რეცეპტორებს წარმოადგენს, რომელთა მეშვეობით უჯრედი გარემოდან მოსული ინფორმაციის აღქმას ახდენს.

რეცეპტორული ცილები:

1. იონური არხების გზით მემბრანის გამტარობას აკონტროლებს. 2.უჯრედშორისი მატრიქსის ან მეზობელი უჯრედების მემბრანებს ციტოჩონჩხის ელემენტებთან აკავშირებს, ასეთ რეცეპტორებს ადჰეიზური მოლეკუები ეწოდება. 3. იღებს ინფორმაციულ სიგნალებს და შემდგომ უჯრედში მეორად შუამავალს გადასცემს.

მემბრანის ცილების უმეტესი ნაწილი ფერმენტებია(ეფექტორები), როლებიც მემბრანაში მიმდინარე რეაქციების კატალიზატორებს წარმოადგენენ.

პლაზმურ მემბრანაზე ლიპიდს + ნახშირწყალი = გლიკოლიპიდი

ცილას + ნახშიეყალი = გლიკოპროტეინი

ეს ორივე გლიკოპროტეინი და გლიკოლიპიდი გილიკოკალიქსს ქმნის.

მიტოქონდრიაა-სფერული ან მოგრძო ფორმის ორგანელა.

მისი ზომა სვადასხვა უჯრედში სხვადასხვაა უჯრედის ქიმიური აქტივობის მიხედვით.მასში სინთეზირებული ენერგიის 50 % ატფ-ს მლეკულაში ენერგიით მდიდარი ფოსფატური ბმებით ინახება დანარჩენნი იფანტება.ორი მემბრანა აქვს. მემბრანებს შორის- მემბრანათ შორისი სივრცე და შიგნითა მემბრანის შიგნით- მატრიქსული ანუ ინტერკრინული სივრცე.გარეთა მემბრანის ცილები – ტრანსმემბრანული ფორინები ტრანსპორტში მონაწილეობენ.შიგნია მემბრანაზეა ნაოჭები ანუ კრისტები. ეს კრისტები ძირითადად ბრტყელი ფორმისაა მაგრამ არის მილისებრიც ( სტერეიდული ჰორონების მასინთეზირებელ უჯრედებში თირკმელზედა ჯირკვალში). გარეთა მემბრანის ცილები სარანსპორტი ცილებია შიგნითა მემბრანის ფოსფოლირებაში მონაწილე ცილები და ელექტრონების ტრანსპორტის ფერმენტებია.შიგნითა სივრცეში მატრიქსში არის სამივე სახის რნმ , რიბოსომები. დნმ-ს ბაქტერიის მსგავსად მრგვალი ფორმა აქვს. დნმ მიტოქონდრიაში სინთეზირდება და მისი გაორმაგება ბირთვისგან დამოუკიდებლად ხდება. რიბოსომებიც უფრო მცირე ზომისაა ვიდრე ციტოპლაზმური რიბოსომები, დნმ-ს სიმცრის გამო მცირე რაოდენობით ცილები სინთეზირდება. ბაქტერიებთან მსგავსების გამო ფიქრობენ რომ მისი წინაპარი აერობული პროკარიოტია. მიტოქონდრიაში არის გრანულები რომლებიც Ca+ შეიცავს ფიქრობენ, რომ ისინი ზოგიეთი მიტოქონდრიული ფერმენტის აქტივობას აკონტროლებს ხოლო მეორე მხრივ ციოპლაზმაჟი Ca+ იონების რაოდენობას აკონტროლებს.ამათ გარდა მიტოქონდრიაში ბეტა ოქსიდაციის ფერმენტები მდებარეობს ისინი მონაწილეობენ მეტაბოლიტების დაშლაში, როლის შედეგად გამოთავისუფლებული ენერგია ატფ-ს სინთეზს ხმარდება.

რიბოსომაა

4 ტიპის რიბოსომული რნმ-სგან და 80 სხვადასხვანაირი ცილისგან შედგება.ორნაირი არსებობს 1) პროკარიოტებში და მიტოქონდრიაში გვხვდება 2) ეუკარიოტებში

ორივე ტიპის რიბოსომა დიდი და მცირე სუბ ერთეულებისგან შედგება.ორივე სუბერთეულის რნმ ბირთვაკში სითეზირდება ცილა კი ციტოპლაზმაში. რიბოსომები ბაზოფილიით ხასიათდება რაც რიბოსომულ რნმში ფოსფორის დიდი როდენობის შემცველი რაოდენობისგამოა. ის უბნები სადაც დიდი როდენობით რიბოსომაა მეთილენის ლურჯით, ტოლუიდინის ლურჯით და ჰემატოქსილინით იღებება.ცალკული რიბოსომები ერთმანეთს რნმ-ით უკავშირდებიან და პოლისომას ქმნიან.თავისუფალ რიბოსომებზე იგება ის ცლები რომლებიც ციტოპლაზმაში რჩება. პოლისოების ნაწილი ენდოპლაზმურ ბადესთან არის დაკავშირებული და იქ გადის პოსტტრანსლაციურ ცვლილებებს.

ენდოპლაზმური ბადე- ბაზოფილური ორგანოიდი.

მარცვლოვანი ენდოპლაზმური ბადე – კარგად არის განვითარებული იმ უჯრედებში საიდანაც ცილოვანი ნივთიერებების სეკრეციის უნარი აქვს. ასეთია: პანკრეასის უჯრედები,პლაზმური უჯრედები(იმუნოგლობულინები), ფიბრობლაბსტები (კოლაგენი).

მარცვ. ენდოპლაზმურ ბადეზე ასაგებ ცილებს მიეკუთვნება:

1, საექსპერტო ცილები

2.ინტეგრარული ცილები

3.ლიზოსომის ფერმენტები

 

Advertisements