მემბრანას უჯრედის ფუნქციონირებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. პლაზმური მემბრანა შემოფარგლავს უჯრედს, განსაზღვრავს მის შემადგენლობას, უჯრედს უნარჩუნებს ჰომეოსტაზს. პლაზმუი მემბრანის შიგნით ციტოპლაზმაში მრავალი კომპარტმენტებია. მემბრანაზე მოთავსებულია სატრანსპორტო ცილები, იონური გრადიენტებ,რომლებიც ატფ-ს სინთეზში მონაწილეობენ. ფერმენტები, რომლებიც სხვადასხვა რეაქციებში მონაწილებენ და რეცეპტორები, რომლებიც ინფორმაციის გადაცემას უზრუნველყოფენ.მიუხედავად განსხვავებული ფუნქციებისა ყველა მემბრანას მსგავსი სტრუქტურა აქვს. თითოეული მათგანი ცილებისგან და ლიპიდებისგან შედგება ომლებიც არაკოალენტური ბმიტ უკავშირდებიან ერთმანეთს. ორშრიანი ლიპიდური ფენა განსაზღვრავს პლაზმური მემბრანის თხევადობას და ამტარობას. ცილის მოლეკულები ძირითადად ტრანსპორტში მონაწილეობენ. ყველა ლიპიდური მოლეკულა ამფიფილურია ანუ მატ აქვთ ჰიდროფობური კუდი და ჰიდროფილური თავი. ფოსფოლიპიდი ყველაზე გავრცელებული მემბრანული ლიპიდია. მას აქვს პოლარული თავი და ორი ჰიდროკარბონული კუდი. კუდებიდან ერთი ცის ორმაგი ბმის შემცველია ანუ უჯერია მეორე კი არ შიეცავს ცის ორმაგ ბრმას და ნაჯერია სწორედ ეს განაპირობებს მემბრანის თხევადობას.ცხოველთა უჯრედებში ძირითადად ფოსფოლიპიდები ფოსფორგლიცერიდების სახით გვხვდება, ესენია: ფოსფატიდილქოლინი, ფოსფატიდილსერინი, ფოსფატიდილეთანოლამინი. არის კიდევ სფინგომიელინი, რომელიც გლიცეროლის ნაცვლად შეიცავს სფინგოზინს.ფოსფოლიპიდები აგებულების გამო წყლიან გარემოში სპონტანურად წარმოქმნიან ორმაგ შრეს. ასევე ისინი ასრუკებენ მემბრანის თვითაღდგენის ფუნქციას. ბილიპიდურ შრეში წარმოქმნილი ნაპრალის დროს ისე გადაადგილდებიან ფოფსოლიპიდები, რომ ეს ნაპრალი შეავსონ. დიდი დეფექტების შევსება უჯრედშიდა ვეზიკულებით ხდება. პლაზმურ მემბრანას აქვს დიფუზიის უნარი. იშვიათად ფოსფოლიპიდებს აქვს უნარი ერთი შრიდან მეორეში გადასვლის, რომელსაც “ფლიპ-ფლოპი” ეწოდება. თუმცა ფოსფოლიპიდები ერთ შრეში ხ/სირად მოძრაობენ რასაც ლატერალური დიფუზია ეწოდება.პლაზმური მემბრანის შემადგენლობაში შედის ქოოლესტერინიც. ქოლესტერინი- სტეროლია, რომლეიც შეიცავს რიგიდულ ციკლურ სტრუქტურას, რომელსაც ებმის ჰიდროქსილის ჯგუფი და არაპოლარული ნახშირწყალბადოვანი ჯაჭვი. ქოლესტერინი ზრდის ბარიელურ ბუნქციას. ის მემბრანას ნაკლებად დეფორმირებადს ხდის და აბრკოლებს წყალში ხსნად მცირე მოლეკულების გადატანას. მემბრანის თხევადობას არ ამცირებს პირიქით ის ხელს უშლის ჰიდროკარბონული ჯაჭვების გაერთიანებას და კრისტალირებას.ცხოველთა მემბრანები ლიპიდების გროვების შემცველია. გროვები ძირითადად წამოდგენილია სფინგოლიპიდებით, ქოლესტერინით და სპეციფიკური ცილებით. ეს გროვები ორმაგი ლიპიდური შრესთან შედარებით ოდნავ სექელია და ფიქრობენ რომ ეს არის ცილების კონცენტრირებისთვის საუკეთესო ადგილი. ლიპიდური გროვები სასუალებას აძლევენ ცილებს რომ მოხდეს მატი ვეზიკულებით ტრანსპორტი და ინფორმაციის მიღებაც. უჯრედების ბილიპიდური შრიდან თითოეული შრის შედგენილობა სხვადასხვანაირია. მაგალითად ერითროციტის მემბრანის გარეთა შრის თითქმის ყველა ლიპიდური მოლეკულა ქოლინის შემცველია, მაშინ როდესაც შიგნითა შრე ფოსფოლიპიდებს შეიცავს.ნახშიწყლის შემცველი მოლეკულები გლიკოლიპიდები განლაგებულია პლაზმუი მემბრანის უჯრედგარე სივცრისკენ, განსაკუთრებით ბევრია ლიპიდურ გროვებში. გლიკოლიპიდებს თვითგაერთიანების უნარი გააჩნიათ. ყველაზე ბევრი გლიკოლიპიდები ნერვული უჯრედის მემბრანაში. ყველაზე კომპლექსული გლიკოლიპიდებია – განგლიოზიდები, როლებიც დიდ როლს თამაშობენ უჯრედშორის ურთიერთქმედებაში. გლიკოლიპიდების ფუნქცია მატ ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული. ეპითელურ უჯრედების პლაზმურ მემბრანაში ის დამცველობით ფუნქციას ასრულებს. მათი არსებობის პირობებში იცვლება კალციუმის იონების კონცენტრაცია. ფიქრობენ, რომ გლიკოპროტეიდები უჯრედის ამომცნობ პროცესშიც იღებს მონაწილეობას.მრავალ ფუნქციას ასრულეებენ მემბრანასთან დაკავშირებული ცილებიც. ტრანსმემბრანული ცილები მთლიანად გამსჭვალავენ ბილიპიდურ შრეს და ისინიც ამფიფილური ცილებია, რადგან შეიცავენ როგორც ჰიდროფობურ ასევე ჰიდროფულურ უბნებს. ზოგიერთი ინტეგრირებული ცილა კოვალენტურ ბმას ამყარებსცხიმოვანი მჟავის ჯაჭვთან, რაც ზრდის მის ჰიდროფობურობას. ლიპიდთან მიბმული ცილები ციტოზოლში ხსნადი ცილებია და მემბრანასთან კოვალენტურადაა დაკავშირებული. ზოგიერთი ცილები საერთოდ არ უკავშირდება ლიპიდურ შრეს და არაკოვალენტურ ბმას ამყარბს სხვა მემბრანულ ცილებთან სინი ადვილად სცილდებიან პლაზმურ მემბრანას., ასე ცილებს პერიფერიულ ცილებს უწოდებბენ. დიფუზიის გზით შესაზლოა მემბრანის გავლით მცირე მოლეკულები შევიდნენ უჯრედში მაგალითად ჟანგბადი და ნახშირორჟანგი მაღალი კონცენტრაციის არიდან დაბალი კონცენტრაციის არისკენ. თავისუფლად გადიან წყლის მოლეკულები და არაპოლარული მოლეკულები. მაგრამ უჯრედის მემბრანა განუვლადია პოლარული მოლეკულებისთვის , როგორიცაა იონები და შაქრები, რომლებიც ასევე აუცილებელია უჯრედის ცხოველქმედებისთვის ისინი სატრანსპორტო ცილების საუსალებით შეაღწევენ უჯრედში. სატრანსპორტო ცილები ორი სახისაა ერთი – გადამთანი ცილები რომლეცბიც მჭირდრო კავსრს ამყარებენ გადასატან ნივთიერებასთან, რათა მოახდინონ მიმსი გადატანა მემბრანის გასწვრივ და არიან ცილოვანი არხები, რომლებიც არ ამყარებენ მჭიდრო კავშირს. ისინი ქმნიან ფორებს, რომელიც მთელს სიგანეზე გასჭოლავს პლაზმურ მემბრანას და როცა ფორები გასნილია ჩვეულებრივ ხდება ნივტიერების ტრანსპორტი.

 

Advertisements