ჰეი ევრიბადი//


ყველაფერი ძაან ძაან მაგრადაა…ახლაც  ვზივარ მარტო, ჩემთვის ნოხზე, იყინება სახლი, ვიყინები მეც.. რა ჩემი ბრალია ეს გამათბობლის ჩართვა თუ ვერ დავამუღამე ა? მოვა დედაჩემი დატრიალდება და გატრიალდება უკან  შენი ნერვები არა მაქვსო.. ზატო* ჩემს ლეპტოპს აქვს ჩემი ნერვები, ცოტა-ცოტა თუ  ჭედავს ხოლმე პროსტა..

სადაც წერის ხასიათზე ვარ და თან ბარემ დამიწყია, ამდენი მიწვალია, 3 სტრიქონი შემივსია. გეტყვით, რომ რაც უფრო მეტ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა, მით უფრო ვრწმუნდები, რომ თურმე რისი გაკეთებაც ვფიქრობდი, რომ შემეძლო არ შემიძლია.. და პირიქით.. ვაკეთებ ისეთ სისულელებს, რომელზეც ადრე, რომ შემთხვევით გამეკეთებინა მთელ ღამეს გავათევდი იმაზე ფიქრში.. მაგარია.. მაგარია, როცა შენი თავის საწინააღმდეგოდ მიდიხარ.. ყველაზე მეტად ასწორებს, როცა იმის გაკეტების მუღამზე მოდიხარ, რაზეც ადრე ვერც გაიფიქრებდი, რადგან ასე უმიზეზოდ ტეხავდა.. მაგრამ საშინელებაა, როდესაც ადრე დაზუზტებით იცოდი, რომ ადამიანებს რაღაც-რაღაც უფლებებს არ მისცემდი, მაგრამ ფაქტის წინაშე ხარ და ვერაფერს აკეთებ..

მოკლედ მაგარი კაიფია, ეს პოსტიც კაიფია, და ყველაფერი და მეც. როცა იყინები ასე მოდის ხოლმე სიტყვები.  ისე მაძაგძაგებს, რომ ასოებს  ძლივს  ვკრეფ. მარა დავიკიდოთ ეგეც..

ფ5 დამეჭირა და დამცხა უკვე. კიდევ კაი დრაფტში შეინახა… აზრი გამიწყდა..

არ ვიცი ვისაც სხვა პოსტები წაგიკითავთ და ამასაც კითხულობთ..  მიხვდებით რომ ჩემი *მე გა-სხვანაირ-ებულია.. ერთი ის არის, რომ არვიცი საით მიდის კარგისკენ თუ ცუდისკენ.. მე ხელს არ ვუშლი.. დავიღალე საკუთარ თავთან ამდენი წინააღმდეგობებით.. დავიღალე და ჯანდაბა..

Advertisements