მე მჭირდება ერთი ვედრო* გაყინული წყალი-თავზე.


დღეს 3 დეკემბერია და ვზივარ თოვლის მოლოდინში.. მაგრამ არც ფანტელები ჩანს და არც სუსხიანი ქარი.. ჩემს ჯიბრზე მზესაც წამოუჭყიტავს თავი (თუ თვალი).  არ ვიცი. არ ვიცი.  მე კი მაინც ძალიან მიყვარს ჩემი დეკემბერი.

*თვენახევარია (არც კი მახსოვს ზუსტად) რაც არ დამიპოსტავს. დიდი პოსტები არ მჩვევია, მაგრამ ის პატარა *მოპოსტიებიც აღარ ჩანს.. სიმართლე,რომ ვთქვა ამ პატარა ჩარჩოს დანახვისას არასდროს გამჩენია დაუსრულებელი წერის სურვილი. პირიქით ჩემი თითები სულ ზანტად მოძრაობს კლავიატურაზე. ახლა კი გამათბობელთან მინამული(თუ არსებობს ასეთი სიტყვა), ძილნარევი საერთოდ აღარ მაწვდის ტვინი წინადადებებს. რა ვქნა თუკი ასეა. ძალიან კი არმინდა ავიკრა ჩემი გუდა-ნაბადი და წავიდე აქედან. საერთოდ ყველაფრიდან, ყველაფრისგან გავრბივარ და აქედანაც,რომ გავიქცე,მეტი სადღა უნდა გავიქცე?

მოკლედ საქმე არის კატასტროფულად. აი იმდენი არ დამიწერია არ ვიცი საიდან დავიწყო. და დაწყებაც მეზარება.  ჩემს თავს დავჩხავი, დავჩხავი,დავჩხავი რაღაც სისულელებს და მერე ვდარდობ რატომ ვარ ასე  გამოტენილი-მეთქი.

მოქლედდ ს ბოგამ ხალხო.

Advertisements