პოსტის დაწერის* დიდი სურვილის ჟამს..


ერთი ძალიან სასაცილო საიტი აღმოვაჩინე. ნუ *ჩემთვის ძალიან სასაცილო. შებრძანდით http://www.deathclock.com – ში მიუთითეთ: დაბადების რიცხვი, თვე, წელი და კიდევ რამდენიმე რამ შენს შესახებ და გაიგებ რამდენ წამში და რომელ წელსა და რიცხვში მოკვდები..

აღმოჩნდა რომ მე  59 წლის ასაკში  მოვკვდები. 2076 წლის 16 ივლისს. ვნახოთ, დაველოდები მაგ დღეს. (და თუარ მოვკდი მერე ნახოს მაგან)

სხვადასხვა საიტებში ქექიალის დროს კიდევ ვიპოვე futureme*, ამის შესახებ არაერთი ბლოგპოსტი წამიკითხავს, მაგრამ რატომღაც ყოველთვის გვერდი ამივლია. ჰოდა დღეს, უკიდურესი უსაქმურობის ჟამს 2016 წლის *მე-ს მივწერე წერილი, თანაც დაბადების დღეზე. სიმართლე გითხრათ დამეზარა, კიარადა, დამავიწყდა, რომ დამეკოპირებინა. 2016 წლის 4 მაისს აუცილებლათ გაგაცნობთ და თან ჩემ თავს გვარიანად გამოვლანძღავ.

ეერთ საიტზეც უნდა გითხრათ, შეგიძლიათ აქაც შებრძანდეთ : http://www.cleverbot.com და თუ არავინ გისმენთ, რობოტი მოგისმენთ.  თან ისე დაგელაპარაკებათ, რომ არ დაიჯერებთ..

კიდევ რა შემიძლია გითხრათ? უი ჰოომ, ეს როგორ დამავიწყდა. აბა მოეემზადეეთ..

სიბრძნის კბილი ამომდის. მე – დავბრძენდი (ბრძენი ვარ უკვე).

დროებით.. ❤

Advertisements