შორსს- შორრს – ოპერაციები -შოორსს ..


ჩემი ფეისბუქი გადაჭედილია. ყველამ იცის უკვე, რომ ცხვირის ოპერაცია გავიკეთე, არადა მე ჩემი დრიურისთვისაც კიარ მითქვამს. ვფიქრობდი, რომ საკმარისია ორ უახლოეს ადამიანს სცოდნოდა. ერთი ნინი,რომელიც ჩემთან იქნებოდა და ამ დღეების გადატანაში დამეხმარებოდა და მეორე მარიამი, რომელიც ბათუმში ისვენებს. მეტს წესით არ უნდა სცოდნოდა, რადგანაც დიდად არ მიყვარს, ასეთი სიტუაციები. თავს უხერხულად ვგრძნობ და მეორე ასეთ მდგომარეობაში არავის არუნდა ვენახე (ჩანაფიქრში). თუმცა საბოოლოდ ასე გამოვიდა, შემთხვევით ერთმა-ორმა მნახა და გავრცელდა.  არ შემიძლია, რომ არ ავღნიშნო

http://mmeocnebe.wordpress.com ,

-ს ყურადღება. იმ 3 ბლოგერთაგანია, რომელიც მეგობრებში მყავს და მიხარია , რომ მყავს.

როგორ ჩაიარა ოპერაციამ?

როგორ გადავიტანე?

მეტკინა, არ მეტკინა ?

მოკლედ იმდენჯერ მოვყევი, ჩემი ჩახრეწილი ხმით, რომ დაზეპირებული მაქვს ტექსტი. პირველრიგში მე მაქვს ერთი კითხვა : – ამას ათასობით ადამიანი როგორ უძლებს? ..

შედეგი ძაან მაგარია, ძაან მაგარია, როცა ლამაზი ცხვირი გაქვს, მაგრამ ძაან მაგარიც უნდა იყო, რომ არ გატყდე. ახლახანს გამოვედი იმ მდგომარეობიდან, რომ აღარ  მინდა ჩემი ქირურგი ვლანძღო, ვაგინო, ვცემო, სახე გავუერთიანო, აა-ღ-ა-რ დავინახო..

ოპერაცია 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საოცრად, სასტიკად რთული ცხვირი მქონდა, მაგრამ ამ 3 დღის განმავლობაში, ჩემ კარტოფილივით ცხვირს ვნატრობდი. გოჩა ექიმმა მე გამიკეთა ოპერაცია, მეკი მას ვუკეთებდი მთელს სახეზე, ჩემი მუშტებით , როდესაც ოპერაციიდან მეორე დრეს, გიფსი მომხსნა და ახლიდან შეუდგა ჩემი ცვხირის ფორმაში ჩაყენებას. საშინელება იყო ისიც, როდესაც გიფსი ზედ დამალესა. ეს პროცესი ორჯერ მოხდა  5 დღის განმავლობაში.

ჩემი “საყვარელი” გოჩა ექიმი, რომელსაც თვითონ იხვივით ცხვირი აქვს, ჩემს ცხვირს ცომივით ზელდა და მიმეორებდა :- “არგცხვენია ამხელა გოგოს ? ”  – არრრ მრცხვეენიიაა – მეკი ვიმეორებდი დაუსრულებლად.. ეს ფრაზა: ” სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს” – ალბათ ვაგინებ მომავალში ყველას ვინც ამას მეტყვის.

ამ დღეების გადამკიდე, სუ მცირე ბოტოქსაც კი არ მივეკარები. ჩემს ყურებაში ერთ გოგოს გული შეუწუხდა, მეორე კი დანიშნული ოპერაციიდან გაბრუნდა. დეიდაჩემი მეჩხუბა, ცოდოები არიან ივლიან ახლა არწივივით ცვხირითო, შენს გამოო, შეაშინეო და ა.შ , მაგრამ იმ მომენტში რაც ყველაზე , მეტად მინოდა იყო ავმდგარიყავი და მეყვირა : ” -გაიიქეცით, ააქ რაგინდაათ?”  ( ახლა მეცინება, მაგრამ სამწუხაროდ , ჯერ ვერ ვიცინი)..

მოკლედ , ბოდიშით ვინც ცხვირის ოპერაციას აპირებთ ან აპირებდით , და ჩემი პოსტისგამო შეშინდით, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ს-ა-შ-ი-ნ-ე-ლ-ე-ბ-ა-ა-ა-ა-ა-ა. არვიცი, შეიძლება მევარ ძალიან სუსტი. შეიძლება კიარა ვარ, რადგან უფრო მეტად განვიცდიდი,ვიდრე მტკიოდა.

ვინც უკვე ემშვიდობებოდა გოგა ექიმს ლამის იყო მეც თან გავყოლოდი. ვიწექი და ვფიქრობდი : ქეთი მაგარიხარ , ქეთი მაგარიხარ , ათასჯერ ვიმეორებდი, მაგრამ ეს არ ჭრიდა, მერე ჩემს თავს ჩავჩიჩნებდი : ცოტა დარჩა, ცოტა დარჩა – ცოტახანში არც ეს ჭრიდა. მერე აღარც სლუკუნი ჭრიდა და საბოლოოდ ვთვლიდი, გოჩა ექიმის თითების მოძრაობას, ჩემს ცხვირზე. ზოგჯერ მის უსაშველოდ დიდ ნესტოებსაც ვაკვირდებოდი და შიგ ვიკარგებოდი..

მოკლედ ბედნიერი ვარ რომ გადავიტანე და ერთხელღა უნდა ვნახო ჩემი ძვირფასი ექიმი.. ოთხშაბათს საბოლოოდ მომხსნის გიფსს გადავეხვევი და მასაც და ჩემ თავსაც ვუსურვებ ერთმანეთისგან შორს ყოფნას..

Advertisements