გამიფრენია და ეგ არის..


მე და ჩემი პენი.. ჰომმ არ მითქვამს, რომ ჩემს დღიურს პენი ქვია.. ნინი დაცინის ჩემს პენს.. პენი-*სი როგორ არიო მეკითქება ხოლმე.. და მერე ვეჩხუბები, ჩემი პიტერ პენის შეურაწყოფას არავის ვაპატიებ-თქო..

27/07/14   03:25

არ მძინავს..

ვერ ვიძინებ.. ეს ბოლო დღეებია, ღამით ვზივარ ფეხები კედელს ამილაგებია და  თაღს შევჩერებივარ.. ძაან ცხელა და ალბათ ამიტომ ვერ ვიძინებ, თანაც ჩემს ტვინში პეპლები დაფრინავენ.. არა, ტვინში კიარა გულში..

შემაწუხეს პენ.. რა უნდათ ერთი გამიგე რაა.. ან ამ ჩემს გულს რა უნდა ან ამ პეპლებს რაღა უნდათ ? გაგიჟება მინდა მე კიდე ?

უი, მართლა პენ..  29 – ში პატი ჩამოდის.. ხომ მეც მიიხარია, მარა შენ არ უნდა გიხაროდეს, უნდა გადაგმალო თორე  დამერხევა და მერე შენ დაგერხევა..

ეხლა რავქნა ის მითხარი.. ბიბლიოთეკიდან გამოტანილი წიგნებიც წავიკითხე.. შუადღისას ბოლო დავასრულე..

ხვალ წავალ და რაღაცას ვიპოვი კიდევ კარგს.. თუმცა რა მებებლიოთეკება ? სისხლის ანალიზებზე მივდივარ.. მაგრად ვიკაიფებ, თუ შიშისგან არ ჩავიფსი.. არა მე მაგარი გოგო ვარ არ ჩავიფსავ..

აიიჰ , ვერ ვიძინებ და გტენი ამ სისულელებით..

პენ, რა იქნება სექტემბერში პენ ? აბიტურიენტი გავხდი მეც.. ახლა დავიწყებ : აბიტურიენტობა საქს?  ეს არ მადარდებს.. შენ  იცი რაც მადარდებს.. და ალბათ კიდევ დიდხანს ვერ ვაღიარებ მაგას.. ჩემ თავში აჯაფანდალია.. მძულს აჯაფსანდალი – თავშიც და თეფზეც..

კარგი, ღამემშვიდობის..

Advertisements